пятница, 25 марта 2011 г.

სასწავლო პროექტი: ,,ჩანგი გიკურთხოს ზენამა"

 1.პროექტის სახელწოდება: ,,ჩანგი გიკურთხოს ზენამა" (აკაკი წერეთელი 170 წლისაა).
2.პროექტის მთავარი იდეა: აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილეს აღსანიშნავად დიდი მგოსნის ცხოვრება–მოღვაწეობისა და შემოქმედების შესწავლა.
3. პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება იმით, რომ ისინი მიეახლებიან აკაკის–საქართველოს ბულბულს, შეისწავლიან მისი ცხოვრების გზას, შემოქმედებას, შეიყვარებენ დიდ პოეტს, რადგან აკაკი იგივე საქართველოა. ამავე დროს მოსწავლეები შეიძენენ ღრმა ცოდნას, კვლევა–ძიების, ანალიზის უნარ–ჩვევებს.
4. პროექტის მიზნები: მომავალმა თაობამ მადლიერება და სიყვარული გამოხატოს აკაკი წერეთლის მიმართ,შეისწავლოს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება, მოიძიონ ბიოგრაფიის ამსახველი ფოტო–მასალები, გაეცნონ ნაწარმოებებს, ლექსებს, პოემებს, ნაკვესებს.მოსწავლეებს გამოუმუშავდეს ძიების,ანალიზის, სინთეზის, პრეზენტაციის უნარ–ჩვევები,ისწავლონ ჯგუფებში მუშაობა, თანამშრომლობა, სხვისი აზრის გაზიარება,ურთიერთპატივისცემა, დაეუფლონ ისტ–ის ტექნოლოგიებს
5. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: 15 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიპოვებენ აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს, შეისწავლიან პოეტის ლექსებს, ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს.
მოაწყობენ ექსკურსიას საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, დაათვალიერებენ აკაკის სახლ–მუზეუმს, მოინახულებენ სოფელ სავანეს.
ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციას, ისტ–ის გამოყენებით მოაწყობენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
მოამზადებენ აკაკის საიუბილეო საღამოს.
გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
მოსწალეები შეიძენენ სხვადასხვა უნარ–ჩვევებს.
8.სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: გურამ შარაძე, ,,აკაკი წერეთელი" (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება).
კომპიუტერები, პროექტორი, აუდიო–ვიდეო მასალა, დისკები (აკაკის ბიოგრაფიის ამსახველი)
დოკუმენტური ფილმი ,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში", ფილმი ,,აკაკის აკვანი",
ციფრული ფოტოაპარატი.ვიდეოკამერა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება,
თემის გაცნობა.
ექსკურსიის მოწყობა  საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში, აკაკის სახლ–მუზეუმის დათვალიერება, სოფელ სავანეს მონახულება.
კლასის დაყოფა მიზნობრივი გადანაწილებით სამ ჯგუფად. ჯგუფებს ეძლევათ დავალებები:
I ჯგუფი –,,ბიოგრაფები"–აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა,  ბიოგრაფიული მასალების მოძიება მითითებული წყაროების მიხედვით (ინტერნეტი, გურამ შარაძის წიგნების კრებული აკაკი წერეთლის შესახებ).
 II ჯგუფი –,,ლიტერატორები"–აკაკი წერეთლის შემოქმედების შესწავლა  (აკაკის ლექსები, პოემები, ნაკვესები, მოთხრობები), მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მოძიება–  გაცნობა.
III ჯგუფი –,,შემოქმედები" – გამოჩენილ ადამიანთა ლექსები, გამონათქვამები აკაკიზე, ინტერვიუები მოსწავლეებთან, ცნობილ ადამიანებთან.
ჯგუფების პრეზენტაცია – ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ პრეზენტაციას, ასევე ელექტრონულ პრეზენტაციას.
აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოს ჩატარება  თემაზე: ,,თუ საქართველო არის ედემი, შენ მის ბულბულად ღმერთმა დაგბადა" (მოსწავლეები წარმოადგენენ სცენებს აკაკის ნაწარმოებებიდან, წაიკითხავენ ლექსებს, ააჟღერებენ მელოდიებს).
კედლის გაზეთის გამოშვება.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმატიკა, გეოგრაფია, მუსიკა.
მიმართულება კითხვა:
ქართ. X.10. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 იყენებს კითხვის სხვადასხვა ხერხს: გაცნობითი კითხვა, შესწავლითი კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის.
ქართ. X.8.მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ  ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
ქართ.  X. 16. მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვა, ,,გონებრივი იერიში", ჟურნალისტური კითხვები და სხვა);
წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატები ნაწარმოებებიდან, სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებები, ისტორიული ფაქტები და სხვა);
 11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): იამზე დოლიძე.
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: iamzedolidze@gmail.com

პირველი ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია


                                           

მეორე ჯგუფის პრეზენტაცია